- პროექტის სახელწოდება:ჩემი სოფლის ისტორია
- პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებმა მოიძიონ და შეკრიბონ ინფორმაცია,როგორი ისტორია აქვს სოფლის დაარსებას,რატომ დაერქვა კონკრეტული სახელი.
- პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები შეისწავლიან თავისი სოფლის ისტორიას,ტრადიციებს,წეს-ჩვეულებებს,ყოფა-ცხოვრებას.გაიღრმავებენ სიყვარულს სოფლის,კუთხის და ხალხის მიმართ.
- პროექტის მიზნები:მოსწავლეებს განუვითარდებათ ძიების და თანამშრომლობის უნარი.გამოიყენებენ მუშაობის პროცესში თანამედროვე ისტ საშუალებებს,ინფორმაციის მოძიების,დამუშავების,შენახვის და გამოქვეყნებისათვის.
- მოსწავლეთა ასაკი:15/16
- ვადები/ხანგრძლივობა:1თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:აიკინძება მოძიებული ინფორმაცია,ჩანაწერები,ფოტოები წიგნად,აიტვირთება და გამოქვეყნდება ბლოგზე.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ციფრული ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,კომპიუტერი,პროექტორი,აუდიო ჩამწერი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
- პროექტის იდეის,მიზნებისა და ვადების გაცნობა.
- ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება.
- კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა.
- ჯგუფების შემოწმება,ანალიზი,დისკუსია,რჩევები,ინსტრუქტაჟი.
- მოძიებული მასალის დახარისხება.
- საბოლოო შეჯერება და აუდიტორიისთვის წარდგენა პრეზენტაციის სახით,ბლოგის შექმნა.
- მოხდება შეფასება მუშაობის პროცესში ჩართულობასა და წვლილზე.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ:
- მოსწავლე ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას.
- დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს,მოპოვებულ მასალას გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს.
- მოსწავლე იცნობს და იყენებს სადისკუსიო სტრატეგიებს.
- ადგენს მარტივ გეგმას ამ მოსაზრებათა წარსადგენად.
- სადისკუსიო თემის ირგვლივ ქმნის ან მოიძიებს ვიზუალურ მასალას.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ:
- მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან,სოფლის მცხოვრებლებთან.
- ისმენს და ჩაიწერს სხვის მონათხრობს და თავის წვლილს შეიტანს დიდ ეროვნულ საქმეში:მოვუაროთ,გავუფრთხილდეთ და მომავალ თაობას გადავცეთ ის,რაც ჩვენს წინაპრებს შემოუნახავთ.
11.პროექტის ხელმძღვანელი:მზია ბურდული
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mzeqalaburduli@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:mzeqalaburduli@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий