среда, 13 ноября 2013 г.


  1. პროექტის სახელწოდება:ჩემი სოფლის ისტორია
  2. პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებმა მოიძიონ და შეკრიბონ ინფორმაცია,როგორი ისტორია აქვს სოფლის დაარსებას,რატომ დაერქვა კონკრეტული სახელი.
  3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები შეისწავლიან თავისი სოფლის ისტორიას,ტრადიციებს,წეს-ჩვეულებებს,ყოფა-ცხოვრებას.გაიღრმავებენ სიყვარულს სოფლის,კუთხის და ხალხის მიმართ.
  4. პროექტის მიზნები:მოსწავლეებს განუვითარდებათ ძიების და თანამშრომლობის უნარი.გამოიყენებენ მუშაობის პროცესში თანამედროვე ისტ საშუალებებს,ინფორმაციის მოძიების,დამუშავების,შენახვის და გამოქვეყნებისათვის.
  5. მოსწავლეთა ასაკი:15/16
  6. ვადები/ხანგრძლივობა:1თვე
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:აიკინძება მოძიებული ინფორმაცია,ჩანაწერები,ფოტოები წიგნად,აიტვირთება და გამოქვეყნდება ბლოგზე.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ციფრული ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,კომპიუტერი,პროექტორი,აუდიო ჩამწერი.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
  • პროექტის იდეის,მიზნებისა და ვადების გაცნობა.
  • ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება.
  • კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა.
  • ჯგუფების შემოწმება,ანალიზი,დისკუსია,რჩევები,ინსტრუქტაჟი.
  • მოძიებული მასალის დახარისხება.
  • საბოლოო შეჯერება და აუდიტორიისთვის წარდგენა პრეზენტაციის სახით,ბლოგის შექმნა.
  • მოხდება შეფასება მუშაობის პროცესში ჩართულობასა და წვლილზე.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ:
  • მოსწავლე ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას.
  • დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს,მოპოვებულ მასალას გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს.
  • მოსწავლე იცნობს და იყენებს სადისკუსიო სტრატეგიებს.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:


  • ადგენს მარტივ გეგმას ამ მოსაზრებათა წარსადგენად.
  • სადისკუსიო თემის ირგვლივ ქმნის ან მოიძიებს ვიზუალურ მასალას.

შედეგი თვალსაჩინოა,თუ:


  • მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან,სოფლის მცხოვრებლებთან.
  • ისმენს და ჩაიწერს სხვის მონათხრობს და თავის წვლილს შეიტანს დიდ ეროვნულ საქმეში:მოვუაროთ,გავუფრთხილდეთ და მომავალ თაობას გადავცეთ ის,რაც ჩვენს წინაპრებს შემოუნახავთ.

11.პროექტის ხელმძღვანელი:მზია ბურდული
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mzeqalaburduli@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:mzeqalaburduli@gmail.com